გორის ცენტრში, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, მისი ცხედარი კი ამ დრომდე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში რჩება. ცხედართან დევს ჟანგბადის სისტემა, რომელიც მიცვალებულს აქვს მიერთებული.
ამ წუთებში, ოჯახის წევრები საკუთარი ძალებით ცდილობენ ცხედრის გადასვენებას. იყო თუ არა მამაკაცი კოვიდინცფიცირებული, ამის შესახებ ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.