პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა, გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდა. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი ისევ არ გაუკეთებია.
12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიების ლიდერების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ ასევე უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიური პარტიების ლიდერებმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ დაიგეგმა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.