ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" 21-ე დღეა აქციებს მართავს. აქციის მონაწილეები ჰესის სამუშაოების შეჩერებას და კომპანია "ენკა რინიუებლზის" გასვლას მოითხოვენ. მათ ხიდი გადაკეტეს და კომპანიის ტექნიკას არ უშვებენ.
რიონის ხეობის მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს, ასევე მოსახლოებას. დღესვე ადგილზე მღვდელმა პარაკლისი გადაიხადა.