საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის "დავიწყებული ხილის ხეივნის" მოწყობის მიზნით, დღეს, ნერგები დაირგო.
გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების შთამომავლები მონაწილეობდნენ, რომელთა სახელობის მცენარეებიც დაირგო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში - ენრიკო ვალვო.
"დავიწყებული ხილის ხეივნის" ანალოგის სახით, თბილისს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი იქნება.