27 მაისი 2024,   16:25
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ტოვებენ - ვრცელდება კადრები, სადაც მოსახლეობა საკუთარ სახლ-კარს წვავს

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ტოვებენ, მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც უკვე დევნილი მოსახლეობა საკუთარ სახლ-კარს წვავს.

რუსეთის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში არსებული სტაბილური ვითარების გამო, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს მოუწოდა, პასუხისმგებლობა აიღოს იმ ქრისტიანულ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაზე, რომლებიც აზერბაიჯანისთვის გადაცემულ ტერიტორიებზე მდებარეობს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა.

ვითარება კვლავ დაძაბულია ერევანში. ქვეყნის პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იკრიბება და მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტას აპროტესტებენ.

სომხური მედიის ცნობით, აქციაზე აკავებენ ოპოზიციურ ლიდერებსაც. გასულ ღამეს, ხელისუფლების მიტაცებისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ოპოზიციური პარტიის "სამშობლოს" ლიდერი არტურ ვანეციანი დააკავეს.

დღის ამბები