19 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
მკვლელობა თემქაზე დაზარალებულის სახლში მოხდა

ახალი დეტალები თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში. "კურიერის" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს დაზარალებული, პირი, რომელსაც მკვლელობის ღამეს დანით ჭრილობები მიაყენეს.

მკვლელობა მის სახლში მოხდა. დაზარალებული ყვება, როგორ დატოვა სტუმრები ღამით მისაღებ ოთახში, თავად კი დასაძინებლად გვერდით ოთახში გავიდა, ცოტა ხანში ყვირილზე გაეღვიძა და როცა მისაღებში გავიდა, მეგობარი უკვე სისხლისგან იცლებოდა.

ყვირილის ხმა ღამით არ გაუგიათ მეზობლებს, დანაშაულის კვალი კი სადარბაზოს ამ დრომდე ეტყობა. 

დღის ამბები