25 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
ავსტრიაში მასობრივი ტესტირება იწყება, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე იმატებს

COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო, სლოვაკეთის მსგავსად, ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ტესტირებას იწყებს ავსტრია.

თვითიზოლაციაში გადავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მას კოვიდ-ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

რთული ეპიდსიტუაციაა ირანშიც, სადაც გასულ დღე-ღამეში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება დააანონსა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

შესაძლოა, არსებული შეზღუდვები რამდენიმე თვით გახანგრძლივდეს გერმანიაში.

ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება ჩეხეთში, სადაც მიმდინარე კვირაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგება - კერძოდ, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.

დღის ამბები