ბათუმის ნავთობტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი, ამ ეტაპზე, ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თავდაპირველად ცეცხლი სატვირთო ვაგონს გაუჩნდა.