თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვლილი 71 წლის მამაკაცი თერჯოლის მკვიდრი იყო, ის კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
ასევე მძიმე იყო 72 წლის ქალის მდგომარეობა. პაციენტი კლინიკაში 13 ოქტომბერს ტყიბულიდან თანმდევი დაავადებებით შეიყვანეს.
ამ დროისთვის კლინიკაში 100 პაციენტია, 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.