მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე პერუს დროებითი პრეზიდენტი მანუელ მერინო გადადგა.
ის პრეზიდენტის მოვალეობას სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ასრულებდა და პოსტის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის დროს 2 ადამიანი დაიღუპა.
გასულ კვირას პერუს კონგრესმა პრეზიდენტ მარტინ ვიზკარას იმპიჩმენტი გამოუცხადა. მას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში სდებენ ბრალს, რასაც ვიზკარა კატეგორიულად უარყოფს.
მისი გადაყენების შემდეგ დროებით პრეზიდენტად კონგრესის სპიკერი მანუელ მერინო აირჩიეს, რასაც ასევე მოუყვა მოსახლეობის პროტესტი.