ერთი დღე მაიკლ პომპეოს ვიზიტამდე - ამერიკის სახელმწიფო მდივანს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ხვალ საღამოს ელოდებიან.
ორი დღის განმავლობაში უმაღლესი დონის სტუმარი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მესამე სექტორს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ- სთვის საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და დასაყრდენი ქვეყანაა.
"კიდევ ერთი დადასტურება იქნება ეს იმის, რომ საქართველო იქნება აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი. ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა, თავდაცვის და უსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით და ა. შ.
ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში,"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აშშ-სგან საქართელომ ძლიერი მხარდაჭერა მიიღო.
"ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან ძლიერი მხარდაჭერა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არ აღიარების პოლიტიკისადმი, აქედან გამომდინარე, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჩამოიტანს. ჩვენ ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა მიმართულებით,"- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.