19 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
თემქაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე - ბრალდებული ნიკა ნარიმანიძე ჩადენილს აფექტურ მდგომარეობას აბრალებს

თემქაზე განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ნიკა ნარიმანიძე მომხდარს ნანობს და ჩადენილ მკვლელობას აფექტურ მდგომარეობას აბრალებს. ნარიმანიძე შემთხვევის ღამეს იხსენებს, როცა მისი თქმით, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო, რადგან გარდაცვლილი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

ბრალდებულ ნიკა ნარიმანიძის ადვოკატი დღეს სხდომაზე მის გათავისუფლებას ითხოვდა. დავით ახალაური განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმება, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბევრი დეტალი არ ახსოვს და ფსიქოლოგის დახმარებაც სჭირდება, რაც შეეხება კვალის დაფარვის მიზნით ცხედრის დაწვის ეპიზოდს, ადვოკატის განმარტებით, სახელმწიფო ბრალდებას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ერთი ჩვენებისა არ აქვს, რომლის ავთენტურობაც უფლებადამცველისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ბრალდებას არც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ანა უთიაშვილი აღიარებს. მან დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 112-ში დარეკვის შანსი არ მიეცა, რადგან ნარიმანიძეს შემთხვევის შემდეგ შიშის გამო ვერ ჩამოშორდა.

სასტიკი მკვლელობა თემქაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიშა მელიქიშვილს მისსავე მეგობრის სახლში ჯერ ყელი გამოჭრეს, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს. 

დღის ამბები