19 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება პომპეოს ვიზიტი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ - გიორგი კახიანი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი, იმის ერთგვარი აღიარებაა, რომ რეგიონში საქართველო, აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

"ეს არის იმის ერთგვარი აღიარება, რომ რეგიონში საქართველო, აშშ-ს არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ასეთი შეხვედრებით ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ადის. უნდა გვესმოდეს, რომ ამგვარ ვიზიტს აქვს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა და პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა მისცენ თავის თავს იმის უფლება, რომ ეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი. 

საქართველოში დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის. მაიკ პომპეოს თვითმფრინავს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. ოფიციალურ შეხვედრები დაიწყება ხვალიდან, მაღალი რანგის სტუმარი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. 

დღის ამბები