19 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ლევან და ნოდარ შუკაკიძეების ადვოკატები ნიკა მელიას ბრალდებას დამწვარი ოფისის შესახებ ცილისწამებას და დეზინფორმაციას უწოდებენ 

ლევან და ნოდარ შუკაკიძეების ადვოკატები ცილისწამებას და დეზინფორმაციას უწოდებენ ნიკა მელიას ბრალდებას, რომ გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ოფისის გადაწვაში ძმებმა მონაწილეობა მიიღეს. 

ძმების ადვოკატების თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება მტკიცებულებებს არ ემყარება.

ნიკა მელიას განცხადებით, ოფისის გადაწვას ორგანიზება თბილისის მერმა კახა კალაძემ და ლევან კობიაშვილმა გაუწიეს, სისრულეში კი ლევან და ნოდარ შუკაკიძეებმა მოიყვანეს.

"ეს წარმოადგენს დეზინფორმაციას, საჯაროდ აპელირება და მოწოდება, რომ ვითომდა მითითებული დანაშაულებრივი ქმედება განახორციელეს და ჩაიდინეს შუკაკიძეებმა, რა თქმა უნდა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სამართლებრივ ნორმებს სცილდება. აღნიშნულით მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მათ ოჯახის წევრს, იქ მყოფ მცირეწლოვან ბავშვებს, რომ არაფერი ვთქვათ შუკაკიძეების ფუნდამენტური უფლებების ხელყოფაზე," - განაცხადა ადვოკატმა, თათია მანიჟაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები