ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი საკუთარი მოტოციკლით ბოძს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ილიკო სუხიშვილმა მოტეხილობა ფეხის არეში მიიღო. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.