19 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ომბუდსმენის აპარატი ე.წ. სირცხვილის კორიდორს ამომრჩევლის ნაწილზე ზეწოლად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, 21 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ ე.წ. სირცხვილის კორიდორს, ამომრჩევლის ნაწილზე ზეწოლად აფასებს.

"ვთვლით, რომ საფრთხის შემცველი იქნება ასეთი ვითარება. ამან შეიძლება იქონიოს ერთგვარი დამაშინებელი ეფექტი ამომრჩევლის ნაწილზე, ან ადამიანებმა წნეხს აარიდონ თავი და არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და საკუთარი უფლების რეალიზაცია ვერ მოახდინონ. პრობლემა იქმნება თავისუფალი ნების გამოხატვის თვალსაზრისით,"- აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნინო ათაბეგაშვილი.

დღის ამბები