19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
აშშ-ს მხრიდან სრული მზაობაა რომ სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა განვითარდეს თვისობრივად ახალ დონეზე - დავით ზალკალიანი 

მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დავით ზალკალიანის თქმით, რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. 

"ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში. სწორედ მხედველობაშია ამერიკის შეერთებული შტატების მეტი ყოფნა საქართველოში, ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიმართულებით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

დეტალური საუბარი იყო იმ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშეა, რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ვთანხმდებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ საქართველოს ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ, მათი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ის პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ეს თანამშრომლობა განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს და ჩვენ დღეს დავინახეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის ამის მზაობა.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დროის თვალსაზრისითაც, შინაარსით, განხილული თემები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩენ მომავალში უნდა ველოდოთ ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, რადგანაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენი და ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია," - განაცხადა გიორგი ზალკალიანმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები