სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც მშვიდობის ხიდზე შეიკრიბნენ, გადმოფინეს ბანერი წარწერით "არჩევნები მოპარულია რუსი ოლიგარქის მიერ."
აქციის ორგანიზატორების ჩანაფიქრი იყო, გზავნილი მაიკ პომპეოს საპატრიარქოში შესვლამდე დაენახა.
აქტივისტების განცხადებით, ამ ფორმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეატყობინეს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
"უნდა გავაგონოთ ჩვენ მეგობარ ქვეყანას, ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა ტოტალურად და გვჭირდება მათი მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები დემოკრატიულ პირობებში, სადაც ხალხის ხმა იქნება რეალურად დაფიქსირებული პარლამენტში,“ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, თამთა გოგოლაძემ.