19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
არის შემთხვევა როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს ვიდრე პოლიტიკოსები - დავით ბაქრაძე  

მდუმარე აქციის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები აშშ-ისა და საქართველოს დროშებით გადაადგილდებოდნენ.

"არის შემთხვევა, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ადამიანები ვისაც წაართვეს ხმა, დუმილით გამოხატავენ იმას, რომ ისინი არ შეეგუებიან ხმის წართმევას," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე.

მდუმარე აქციაში ასევე მონაწილეობდნენ პარტია ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის მხარდამჭერები.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ოპოზიცია ამ ფორმით გზავნილს  გადასცემს დემოკრატიული სამყაროს ლიდერ სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა.

დღის ამბები