საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2020 წლის ბოლო შეხვედრას, დინამო არენაზე გამართავს.
ქართველი ფეხბურთელები ესტონელებს დაუპირისპირდებიან. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2020/2021 წლის გათამაშების ბოლო, მეექვსე შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მთავრი ამოცანა არის ის, რომ შეიცვალოს ფსიქოლოგიური ფონი და განწყობა ამაღლდეს. მისივე თქმით, ფეხბურთელებზე მეტად არავის უნდოდა მოგება და ის, რომ ევროპაზე ეთამაშათ.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი.