19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
15-20% უნდა გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 % -მდეა - ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიღებულია, 15-20%  მკურნალობდეს ჰოსპიტალურ სექტორში, საქართველოში კი ეს რიცხვი 37%-მდეა, რასაც, მისი შეფასებით, ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქვეყანა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის ან კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ქვეყანას აქვს.

"გამახვილდა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20% იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის ან კიდევ უკეთესი - კოვიდსასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდსასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება,“ - განაცხადა დავით გადელიამ.

დღის ამბები