ლანჩხუთში მომხდარი საცხოვრებელი სახლის აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 45 წლის მამაკაცი სხეულის 80%-იანი დამწვრობით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მეორე დაშავებულის, დაახლოებით 20 წლის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და ის ლანჩხუთში განაგრძობს მკურნალობას.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია, ხანძარი კი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.