ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემი ანძების განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სოფელ სვირში ადგილობრივმა გადამცემ ანძებს საბურავებით ცეცხლი წაუკიდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ინტერნეტმოწყობილობა გახდა.
მამაკაცი ამტკიცებდა, რომ გადამცემი მცირე ანძების გამოსხივება მას საფრთხეს უქმნის. აღნიშნული პირი ამ წუთებში, პოლიციაში განყოფილებაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი პატიმარია და ის პირობითზე იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. ინციდენტის გამო სილქნეტის და აირმაქსის აბონენტებს გარკვეული პერიოდით ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ. ხანძრის გამო კომპანია აირმაქსის ზარალი დაახლოებით 17 000 ლარია.