18 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ყალბი მინდობილობის საფუძველზე, დაირეგისტრირეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე რეგისტრირებული 5,528 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც 142,000 დოლარად გაყიდეს. ამოღებულია თანხის ნაწილი ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას შპრიცები და სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები