საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის და წინა დღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები იხსნება.
ცვლილების თანახმად, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 20-21 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.
დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება.