19 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა, მეორე ვიდეომიმართვაში პოლიციას და ჯარს მიმართავს 

თავდამსხმელმა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ეს უკვე მეორე ვიდეომიმართვაა, რაც ის MBC-ის შენობაში იმყოფება. ორივე მათგანში საკუთარი მოთხოვნების შესახებ საუბრობს, რომელთა შორის არის პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნებიც. 

"პოლიციასა და ჯარს მივმართავ დიდი სიყვარულით და პატივისცემით, ხალხის გვერდში დადექით, ერთად ვთქვათ ყველამ ჩვენი სიტყვა. ხალხმა ვმართოთ მთავრობა და არა მთავრობებმა გვმართონ ჩვენ,“ - ამბობს თავდამსხმელი. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, 9 მძევლიდან 6 უკვე თავისუფალია. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, რომელთაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ. 

დღის ამბები