19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
9 მძევალი და ერთი შეიარაღებული თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში - მოვლენების ეპიცენტრად ქცეული წერეთლის გამზირი

თითქმის 3 საათის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეირაღებულ მამაკაცს მძევლები ჰყავდა აყვანილი, თუმცა პერიოდულად ხდებოდა მათი გათავისუფლება. 9 მძევლიდან ბოლო, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი საათის წინ გაათავისუფლა და პოლიციას ჩაბარდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა მძევლები დაახლოებით 16 საათზე აიყვანა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სახე დაფარული არ აქვს, შესაბამისად მისი იდენტიფიცირება სავარაუდოდ შეჭრიდან რამდენიმე წუთში მოხერხდა.

საფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის შესახებ პირველ ინფორმაციას საზოგადოება თვითმხილველებისგან იგებს. წერეთელზე შეკრებილი მოქალაქეები თავდასხმის დეტალებზე იწყებენ საუბარს.

სამართალდამცველები საფინანსო კომპანიასთან თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს "წერეთლის" მეტროს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს და ადგილი სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. 

სოციალურ ქსელში, თავდამსხმელის სურვილის შესაბამისად, ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. 

უფრო მოგვიანებით კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. ამ შემთხვევაში ბოროტმოქმედი სამართალდამცველებს მიმართავს.

დღის ამბები