ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ოფიცერი, რომელიც რუსეთისთვის ჯაშუშობდა, დაკავებულია. მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში საქართველოზეც არის საუბარი, კერძოდ პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში დავალებით იმყოფებოდა და რუსეთის აგენტებს ქვეყანაში შეერთებული შტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
ზიბინსკი რუსეთის სასარგებლოდ წლების განმავლობაში ჯაშუშობდა. ის ბრალს აღიარებს. 45 წლის ამერიკელ ყოფილ ოფიცერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ის სასამართლოს წინაშე თებერვალში წარსდგება.