საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრესპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გახსნა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა, ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი უბანი, ხოლო შატილში უბანი ამ დრომდე ვერ იხსნება, რადგან ვერტმფრენს უამინდობის გამო ადგილზე კომისიის წევრები ვერ გადაჰყავს.
იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი გუდაურში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 19-ია, ასევე ვერ იხსნება ერთი უბანი სადაც 205 ამომრჩეველია. როგორც ცესკოში განაცხადეს გუდაურში არსებული უბნები შესაძლოა დღის განმავლობაში გაიხსნას.
ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნული უბნების გარდა ყველა უბანი 8:00 საათისთვის გაიხსნა და ყველა მათგანზე დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.
როგორც ცესკოში განაცხადეს დღეს ამომრჩევლებს, რომელთაც ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე მისვლით არ შეუძლიათ 145 გადასატანი ყუთი მოემსახურება.