01 დეკემბერი 2020,   00:32
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 4048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გამოჯანმრთელდა 3856 პაციენტი

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემხთვევების მორიგი ანტირეკორდი საქართველოში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის 4048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 104,732-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3856 პაციენტი, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 85,639-მა ადამიანმა დაამარცხა .

რეკოორდულ მაჩვენებელს მიაღწია გარდაცვლილთა რაოდენობამ და ბოლო 24 საათში 49 პაციენტი გარდაიცვალა, სულ COVID-19-ს საქართველოში 976 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები