19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრები მამაკაცი უკანონოდ დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, 65 წლის მირიან თაზიაშვილი დააკავეს.

ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ოკუპანტების მიერ დატყვევებულმა მამაკაცმა დაკავებისას მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ასევე მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

დღის ამბები