გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეს საღამოდან ისევ ძალაშია. 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე მოქალაქეებს გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე ეკრძალებათ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა.