გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, უცნობია.
დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.
"ეს ყველაფერი უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს თუ გავითვალისწინებთ პროკურატურის აქტიურობას, როგორ უნდოდათ ამ პიროვნების დაკავება. ეს იყო გამიზნული, რომ გადაეფარათ ბაჩალიაშვილის საქმე და მეორედ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია. გამოძიება იძიებს იმა,ს რასაც ყურადღება არ უნდა მიაქციონ და არ იძიებს იმას, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს,"- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.