რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი, 65 წლის მირიან თაზიაშვილი დააკავეს.
ფაქტს თვითმხილველი არ ყავს, ოკუპანტების მიერ დატყვევებულმა მამაკაცმა დაკავებისას მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გაააქტიურა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
გატაცებულის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ გატაცებული ტელეფონზე არ პასუხობდა.
"დაინახეს ხუთ საათზე. გუშინ გავიგე, რომ დაიჭირეს, ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ჩვენმა პოლიციამ გაგვაგებინა, რომ დაუჭერიათ,"- აღნიშნა ოჯახის წევრმა.