19 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი ეპისკოპოსი ლაზარე დღეს დაკრძალეს

კორონავირუსით გარდაცვლილი ეპისკოპოსი ლაზარე დღეს დაკრძალეს. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი 20 ნომბერს გარდაიცვალა, ის კოვიდ-19-მა იმსხვერპლა, თუმცა, ამავე დროს, ეპისკოპოსი ონკოპაციენტიც იყო, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარება კიდევ უფრო დაუმძიმდა.

ის მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს, ადგილზე იმყოფებოდნენ წმინდა სინოდის წევრებიც.

"ძალიან დიდი ტკივილია ჩვენთვის, მაგრამ ეს ტკივილი ყოველთვის, გარკვეულწილად, შინაგან სულიერ სიხარულთანაც არის ხოლმე შეზავებული.

ჩვენ ვლოცულობთ მისთვის - მეც, თითოეული მღვდელმთავარი, თითოეული მორწმუნე ადამიანი," - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

დღის ამბები