ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის. მისი განცხადებით, ჰესის მოწინააღმდეგეებს საპატრიარქოსთან შუამდგომლობით არ მიუმართავთ.
მიტროპოლიტის თქმით, ფართობი წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა იმ დროს რომ ვინმეს ხმა ამოეღო,ციხეში აღმოჩნდებოდა.
"ნამოხვანჰესის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ეს მიწა გაიყიდა და პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა, მაგრამ მაშინ ეს ბიჭები ციხეში აღმოჩნდებოდნენ. დღეს რომ თავისუფლად დადიან. ჩემთვის არ მოუმართავთ ამ ადამიანებს და არ ვიცი" -განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
წყალტუბოში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ 30 დღეა აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები მღვდელმთავარს პოზიციის დაფიქსირებას და ინფორმაციის პატრიარქთან მიტანას თხოვენ.