19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
როგორ უნდა მიხვდეს COVID-19-ით ინფიცირებული რომ მისი მდგომარეობა მძიმდება - მაია ბუწაშვილი რამდენიმე საგანგაშო ნიშანს ასახელებს

ინფექციონისტისა და კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილის განცხადებით, არსებობს რამდენიმე საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა მძიმდება. 

პირველ საგანგაშო ფაქტორად, ინფექციონისტი სუნთქვის გართულებას ასახელებს და ამბობს, რომ წუთში 30-ზე მეტი სუნთქვის სიხშირე, გართულებულ მდგომარეობაზე მიუთითებს.  

"იმის გასაგებად, მძიმდება თუ არა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე საგანგაშო ნიშანია. ეს, პირველ რიგში, არის სუნთქვის გართულება. განსაკუთრებით, თუ წუთში 30-ზე მეტი იქნება სუნთქვის სიხშირე. ოღონდ, ადამიანმა ამ დროს მაქსიმალურად უნდა დაიმშვიდოს თავი და ეცადოს რეალისტურად გაზომოს სუნთქვის სიხშირე და არ უნდა იყოს ემოციური, რადგანაც ამ დროს, შესაძლოა, მოეჩვენოს კიდეც. ასევე, ამ დროს იგრძნობა ტუჩების გალურჯება, ძლიერი ტკივილი გულ-მკრედის არეში, მივარდნილობა და გამოფხიზლების შეუძლებლობა. ასევე, თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება. ისე, ჩვეულებრივად, ამ დაავადებას ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ახასიათებს, თუმცა ადამიანები ამაზე ძალიან ნერვიულობენ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ეს ამ დროს ნორმალურია," - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

დღის ამბები