08 მაისი 2024,   01:22
ვრცლად
მხატვრის, არქიტექტორისა და ხმის ოპერატორის კოლაბორაცია -"გამრეკელი მოდერნი" ექსპოზიციას მასპინძლობს

"გამრეკელი მოდერნი"- მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ძალიან საინტერესო ექსპოზიციას მასპინძლობს.

პანდემიის პირობებში გამოფენა ყველა რეგულაციის დაცვით იმართება და ექსპოზიციაზე დღის განმავლობაში დამთვალიერებლის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.

მხატვრის, არქიტექტორისა და ხმის ოპერატორის კოლაბორაციას, შეხების წერტილი უწოდეს. ინსტალაციები, ფერწერა და არქიტექტურული ნამუშევარი დამთვალიერებელს წითელ ლაბირინთში აღმოაჩენს, გზამკვლევად კი აუდიოტექსტები ექნება.

ეს არის ერთგვარი ძიება და კვლევა შეხების წერტილის, რომელსაც თითოეული მნახველი სწორედ ამ ექსპოზიციის ხილვისას აღმოაჩენს.

დღის ამბები