ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებით "ტვიტერში" წერს.
ნამდვილად, ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ მშვიდობისმყოფელ ძალებს უცხო ქვეყნებში ათავსებს, რეალურად სახელმწიფოთა დანაწევრებას უწყობენ ხელს და არა მშვიდობას.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ამის მაგალითად აფხაზეთის, ცხინვალის და დნესტრისპირეთის კონფლიქტებს ასახელებს.