თბილისის პრაიდის ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული ბანერი რადიკალური ჯგუფის წევრებმა ჩამოხიეს და გაანადგურეს. ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს.
მათივე განმარტებით, პოსტერი წარწერით - “ჩვენ გვახსოვს" გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში იყო გაკრული, დღეს კი პრაიდის გვერდზე გაიგზავნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანადგურებენ და ცეცხლს უკიდებენ პოსტერს.