19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
მეტადონი სკუტერით ​ - კურიერს საკვებთან ერთად ნარკოტიკი გადაჰქონდა

ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების კურიერს, რომელსაც მომხმარებლების საკვებთან ერთად "მეტადონიც" დაჰქონდა და რეალიზებისთვის სხვადასხვა ადგილებში ტოვებდა, დაკავებულია. ქსელში ამბობენ, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იციან. 

პოლიციამ მისი სახლიდან 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო. გამოძიება მას ახლა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა შესაძლოა, ბრალი, მალე გასაღების მუხლითაც დაუმძიმდეს.

სპეცოპერაცია საცხოვრებელ კორპუსში დილის საათებში ჩატარდა, შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავს.

დღის ამბები