"ნიუ იორკ თაიმსი" ქართულ ღვინოზე სტატიას - "დააგემოვნეთ ქართველი ხალხის წითელი ღვინო!" - ამ სათაურით აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია ამერიკულ ბაზარზე გასულ ქართულ ღვინოზე - "დაკარგულ სამოთხეზე", რომელიც უკვე წარმატებით იყიდება ოთხ შტატში.
"საქართველო, რომელიც ღვინის სამშობლოდ ითვლება ღვინის დაყენების 8 ათასს წლიან ტრადიციას ითვლის.
ღვინის მოყვარულები მისი აღმოჩენით დღემდე არიან დაკავებულნი, რადგან საქართველომ მსოფლიო ღვინის ასპარეზზე გამოჩენა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწყო. ქართული წითელი ბლენდი სახელწოდებით "Lost Eden" - შექმნილია გუნდის მიერ სადაც მეთერთმეტე თაობის მეღვინეები არიან." - წერს "ნიუ-ორკ ტაიმსი" და ასევე აღწერს ქართული ღვინის იმ განსაკუთრებულობას, რაც მას სხვა ღვინოებისგან განასხვვავებს.
გავლენიან გამოცემაში ასევე საუბარია ქვევრზე, როგორც თიხის ამფორაზე, იგივე ღვინის ქართულ ჭურჭელზე, რომელიც UNESCO-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.