17 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ხვალიდან საქართველოში მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

პანდემიის გამო ქვეყანაში ზომები მკაცრდება. ხვალიდან საქართველოში მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. იზრდება გადაადგილების შეზღუდვის დროც - შეზღუდვა 21 საათიდან იმოქმედებს.

ორთვიან გეგმაში ყველაზე მკაცრი რეკომენდაციები ვრცელდება რვა ქალაქზე, სადაც იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტი. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით. დისტანციურ რეჟიმზე გადადის კერძო და საჯარო სექტორი, ასევე, სავაჭრო და კვების ობიექტები. დაიხურება ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, მუშაობას აგრძელებენ სილამაზის სალონები, ესთეტიკური ცენტრები, აგრარული ბაზრები, სურსათის და სააფთიაქო ქსელები, პრესის ჯიხურები. ხელმისაწვდომი იქნება ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისები.

შეზღუდვები ქვეყანაში რამდენიმე ეტაპად იყოფა. ის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები