19 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
ხანძარი ბელიაშვილის ქუჩაზე - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გაჩნდა

ბელიაშვილის გამზირზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გაჩნდა, სადაც დევნილი ოჯახები არიან შესახლებულნი. ხანძრის შედეგად დაშავდა რამდენიმე მცხოვრები, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ცეცხლის ლიკვიდაციისთვის ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები