ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. "კურიერის"ინფორმაციით, ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.