19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. ოფიციალური მიმართვა ირაკლი შოთაძის სახელზე უკვე გაგზავნილია. დაცვის მხარე ფიქრობს, რომ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს. 

"მიმაჩნია, რომ ლევანი არ უნდა იყოს დღეს პატიმრობაში. მას არ უნდა ემუქრებოდეს სასჯელი 9-დან 14 წლამდე და მისი ბრალის დადგენილება არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გადაწყდება სამართლიანად და ლევანი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს,“ - განაცხადა ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ.

 

დღის ამბები