Retail group georgia დირექტორი რეზო მაღალაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ აუცილებელია დარგობრივ მინისტრებთან შეხვედრა.
"მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დარგობრივი მინისტრები დაგველაპარაკებიან და ნაცვლად ზოგადი მიდგომისა, იქნება კონკრეტულ სექტორებზე გარკვეული ცვლილებები.
გვირჩევნია ეს ორი თვე საერთოდ არ ვიყოთ, ვიდრე ამ პირობებში ვიყოთ სუფთა ბიზნესურად, რომ შევხედოთ საკითხს ასეა.
ჩვენი აზრით, დეკმებრის მეორე ნახევარი, რომ მოგვეცეს ოპერირების შესაძლებლობა თუნდაც მკაცრი რეგულაციების ფონზე ასევე შემდეგ იანვარში თუ იქნება საათების და დღეების შეზღუდვა ეს არ იყოს შაბათ-კვირის ხარჯზე ეს ჩვენს არსებობას აზრს მისცემს,"- აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.