19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
აჭარასა და გურიას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება - მიზეზი მაგისტრალზე მომხდარი დაზიანებაა

"ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანების აღსადგენად ადგილზე მაქსიმალური მობილიზაციაა ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ორივე რეგიონს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება.

სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. 

დღის ამბები