19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
უნდა შევძლოთ, ერთმანეთი გადავარჩინოთ, უნდა გადავრჩეთ უკლებლივ ყველა - ამის შესახებ ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ლევან რატიანი საზოგადოებას მიმართავს და თანადგომისკენ მოუწოდებს. 

"რით ვერ დაინახე! მიდი აკეთე სიკეთე რა..... რით ვერ აღიქვი! რით ვერ გაერკვიე! რით ვერ შეიგრძენი! ეს ის დროა, როცა შენი მე უნდა დაივიწყო და გადახვიდე ღმერთის სიყვარულში. რით ვერ უნდა მიხვდე მე მაქვს და მას არ აქვს და მე მივცემ და მასაც ექნება, ეს გრძნობა რომ გაგიჩნდეს და დანერგო. რით ვერ მიხვდი, რომ არ არის დრო სიძულვილის, ეს ის გრძნობაა, რაც ორივეს მოკლავს ახლა, რით ვერ მიხვდი მე შენგან სიყვარული მინდა, მხოლოდ ეს გადაგვარჩენს, რით ვერ მიხვდი, მე შენგან მოვლა და ზრუნვა მინდა, რით ვერ მიხვდი თვალზე ცრემლი მადგას და ეს შენი ბრალია, ეს ცრემლი რომ გამიქრო, რით ვერ მიხვდი ბედნიერება მინდა, ამისთვის ცოტა რამაა საჭირო ჩემთვის, რით ვერ მიხვდი სიხარული მინდა, ამისთვის შენგან ზრუნვა მჭირდება, რით ვერ მიხვდი, შველა მინდა და უნდა მიშველო!

რით ვერ მიხვდი, დარდი უნდა დამავიწყო! იცი როდის ვიქნები ბედნიერი, როცა ამას შეძლებს ჩემი ერი, უნდა შევძლოთ, ერთმანეთი, რომ გადავარჩინოთ! სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ ყველა ერთი ვართ და უნდა გადავრჩეთ უკლებლივ ყველა! მიდი აკეთე სიკეთე რა......." - წერს რატიანი. 

დღის ამბები