01 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
რიონის ხეობის მოსახლეობამ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართა - მოსახლეობა დახმარებას აშშ-ს საელჩოს სთხოვს

რიონის ხეობის მოსახლეობამ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართა. ადგილობრივები მშენებლობის შეჩერებას და კომპანია "ენკას" გასვლას მოითხოვენ.

პროტესტის 35-ე დღეს მოსახლეობამ დახმარებისთვის ამერიკის საელჩოს მიმართა. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მათ პროტესტს არ ისმენს, ამიტომ საკითხით დაინტერესებას ისინი კელი დეგნანს თხოვენ.

აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ. თურქულმა კომპანია "ენკამ" განცხადება გაავრცელა, ბრალდებებს უპასუხა და ნებართვების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

დღის ამბები